აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობის უფლება
აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობის უფლება
მესამე ქვეყნებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ურთიერთშეთანხმების დასკვნის საფუძველზე. ამგვარი მონაწილეობის შესახებ უახლესი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ: http://eacea.ec.europa.eu/creative-europe/library/eligibility-organisations-non-eu-countries_en

ქვემოთ ჩამოთვლილი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან წარმოდგენილ ორგანიზაციებს შეუძლიათ, ჩაერთონ კრეატიული ევროპის კულტურულ ქვეპროგრამაში. მედია-ქვეპროგრამაში სრული მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ მესამე ქვეყნების აუდიოვიზუალური პროდუქტი რამდენად უთანაბრდება ევროკავშირის ქვეყნების იმავე სახის პროდუქტს. თუ ამ თანაბრობის პირობები ვერ სრულდება, მაშინ მათ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ მედია-ქვეპროგრამის შემდეგ სქემებში: ტრენინგი, ფესტივალებ, აუდიტორიის განვითარება და ბაზრებზე წვდომა:

  • საქართველო
  • მოლდოვა
  • უკრაინა

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ არსებობის მინიმუმ ორწლიანი ისტორია.

სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უკრაინა

კულტურულ ქვეპროგრამაში მონაწილეობისთვის პარტნიორი ორგანიზაციები აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებიდან შესაძლოა გაერთიანდნენ ნებისმიერ კონსორციუმში, რომელშიც შესული იქნება მონაწილეობის უფლების მქონე პარტნიორების მინიმალური რაოდენობა. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან წარმოდგენილი ორგანიზაციების ჩართვაზე მთელი პროგრამის ბიუჯეტის მაქსიმუმ 30% შეიძლება იქნეს გამოყენებული.

პარტნიორები

კრეატიული ევროპა მხარს უჭერს ქვეყანათაშორის გაცვლასა და თანამშრომლობას. იმისათვის, რომ კულტურული ქვეპროგრამის ფარგლებში შეგეძლოთ ევროპული ქსელების (European Networks), ერთობლივი პროექტების (Cooperation Projects) და ევროპული პლატფორმებისთვის (European Platforms) განკუთვნილი დაფინანსების მოთხოვნა, საჭიროა, პარტნიორებთან ერთად მუშაობდეთ. საუკეთესო თანამშრომლობა დროთა განმავლობაში ვითარდება და შესაძლოა მასში საზიარო ან კონტრასტული მიზნები თუ შემოქმედებითი პრაქტიკა გადაიკვეთოს.

რა გზით შეიძლება შეხვდეთ თქვენს მსგავს მონაწილეებს და პარტნიორებს, რომლებთანაც ითანამშრომლებდით?

  • მონაწილეობა მიიღეთ საერთაშორისო ან ევროპული თემატიკის მქონე ღონისძიებებში, ფესტივალებსა და კონფერენციებში, რომლებიც კავშირების გაბმის შესაძლებლობებს იძლევა; 
  • ჩაერთეთ ევროპულ ქსელში. აქ შეგიძლიათ ნახოთ ქსელების ერთ-ერთი ჩამონათვალი.
  • კრეატიული ევროპის მიერ დღესდღეობით დაფინანსებული ევროპული კულტურული ქსელების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://eacea.ec.europa.eu/sites/eacea-site/files/documents/results_eac-s18-2013-selected_projects_en.pdf

 

 

ვუამბოთ მეგობრებს