
2015 წელს 38 ქვეყნიდან წარმოდგენილ ორგანიზაციებს მიეცა უფლება, ეთანამშრომლათ და ებრძოლათ დაფინანსების მოსაპოვებლად, თუმცა ორივე ქვეპროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა მესამე ქვეყნებსაც.
კრეატიული ევროპა ორი ქვეპროგრამისგან შედგება:
-
კულტურული ქვეპროგრამა, რომელიც ხელს უწყობს შემოქმედებით და კულტურულ სფეროებს;
-
მედია-ქვეპროგრამა, რომელიც ეხმარება აუდიოვიზუალური ნამუშევრების შექმნასა და გავრცელებას.
პროგრამის ბიუჯეტის 56% მედია-ქვეპროგრამისთვისაა გამოყოფილი. ბიუჯეტის დაახლოებით 31% კულტურულ ქვეპროგრამას მოხმარდება. დანარჩენი 13% გათვალისწინებულია ახალი დარგთაშორისი მიმართულებისთვის. ეს მიმართულება გულისხმობს კრეატიული ევროპის ოფისების დაფინანსებას და შეუფერხებელ ფინანსურ გარანტიებს, და 2016 წლისთვისაა დაგეგმილი.
დღესდღეობით არსებობს კრეატიული ევროპისგან დაფინანსების მიღების დაახლოებით 18 შესაძლებლობა (რომლებსაც ხშირად მოიხსენიებენ „სქემებად“ ან „მიმართულებებად“), თითოეული მათგანი ფოკუსირებულია კონკრეტულ სფეროზე ან კონკრეტული სახის აქტივობაზე. დამატებითი ინფორმაცია
კრეატიული ევროპა დააფინანსებს მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც აკმაყოფილებს მის მიზნებს. ესენია:
-
მოცემული სფეროს გაძლიერება და უნარების განვითარება;
-
აუდიტორიის განვითარება;
-
ახალი ბიზნესმოდელების განვითარება;
-
ციფრული პროექტები.
პროექტები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მიზნებს, აგრეთვე უნდა პასუხობდეს კრეატიული ევროპის პრიორიტეტებს, ანუ საჭიროა:
-
აძლიერებდეს მოცემული სფეროს ტრანსნაციონალური მუშაობის უნარს;
-
ხელს უწყობდეს ნამუშევრების და მომუშავეთა ტრანსნაციონალურ ბრუნვას და წვდებოდეს ახალ აუდიტორიებს – ევროპაში თუ მის გარეთ;
-
წაახალისებდეს ინოვაციებსა და შემოქმედებითობას;
-
აძლიერებდეს მოცემული სფეროს ფინანსურ შესაძლებლობებს;
-
აძლიერებდეს პოლიტიკის განსაზღვრის მხარეს.