
უფასო ონლაინ კურსები კულტურის სფეროს მენეჯერებისთვის წამყვანი ევროპელი ექსპერტებისგან უკვე ხელმისაწვდომია
ყოველი კურსი შედგება რამდენიმე მოკლე ვიდეოსგან და ერთვის პრაქტიკული რჩევები და მაგალითები. ყოველი კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ მისი გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. კუსები ხელმისაწვდომია 8 ენაზე (რუსული, ინგლისური, უკრაინული, ბელარუსული, ქართული, რუმინული, აზერბაიჯანული და სომხური) და მოიცავს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკებს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში.
კურსის გასავლელად და სერტიფიკატის მისაღებად უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თემა პროგრამის ვებსაიტზე https://www.culturepartnership.eu/ge/publishing/online-learning, სრულად გაეცნოთ კურსის მასალებს და სწორად უპასუხოთ ტესტის კითხვებს. ამჟამად ხელმისაწვდომია 4 კურსი: სტრატეგიული დაგეგმვა, ადვოკატირება, შემოქმედებითი ევროპა და შეთავაზების წერა.
სტრატეგიული დაგეგმვის კურსი გასწავლით, როგორ მოახდინოთ ორგანიზაციის ხედვის ფორმულირება, ჩაატაროთ შიდა და გარე ანალიზი, განსაზღვროთ კონკურენტული უპირატესობა და განახორციელოთ წარმატებული მარკეტინგული გეგმა (კურსი მიჰყავს შემოქმედებითი ბიზნესებისთვის განკუთვნილი პოპულარული წიგნის ავტორს დევიდ პერიშს).
ადვოკატირების კურსის ვიდეოები გასწავლით, როგორ შეიმუშავოთ ადვოკატირების სტრატეგია. თქვენ აგრეთვე მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს ძირითადი ინსტრუმენტებისა და ეფექტიანი კამპანიის ჩატარების მეთოდების შესახებ (კომუნიკაციის ექსპერტ ანუშ ბეგლოიანისგან).
დისტანციური სასწავლო კურსი შემოქმედებითი ევროპისთვის შედგება 5 ვიდეოსგან, რომლებშიც ნაბიჯ-ნაბიჯ არის მოცემული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მივმართოთ განაცხადით შემოქმედებით ევროპას, უდიდეს ევროპულ საგრანტო პროგრამას კულტურის სფეროში (კურსს უძღვებიან შემოქმედებითი ევროპის ლიტვის ბიუროს ხელმძღვანელი ეგლე დელტუვაიტე და ესტონეთის ბიუროს ხელმძღვანელი იველინ კარუ-ვესკიოია). ამ კურსით შეიტყობთ შემოქმედებითი ევროპისთვის წარდგენილი განაცხადისთვის არსებული შერჩევის კრიტერიუმების, რეგისტრაციის პროცესის, პარტნიორების ძებნის და წარმატების ფაქტორების შესახებ.
შეთავაზების წერის კურსი დაეხმარება კულტურის სფეროს მენეჯერებს, დაწერონ წარმატებული პროექტის შეთავაზება და ამგვარად მოიპოვონ ამ პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსები. კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ, განსაზღვროთ პროექტის მიზნები, ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები, იპოვოთ პარტნიორები და შეადგინოთ სათანადო განაცხადები. კურსს უძღვება მაგდალენა კრასოვსკა-იგრასი, პროექტის შეთავაზების წერის და ბიუჯეტის შედგენის ტრენერი, რომელსაც 12-წლიანი გამოცდილება აქვს.
ერთი წლის განმავლობაში ამ კურსებს დაემატება ახალი თემები, მათ შორის იქნება პროექტის შეთავაზების წერა, ფინანსები, დაფინანსების მოძიება, კომუნიკაცია, პროექტის მართვა კულტურული ორგანიზაციებისთვის და მრავალი სხვა.
ის, რომ პროგრამა „კულტურა და კრეატიულობის“ კურსი ხელმისაწვდომია, ძალიან ფასეული შესაძლებლობა გახლავთ. რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, მაინც ყოველთვის შეძლებთ პირადი განვითარებისთვის ნახევარი საათის გამონახვას. ეს კურსები გამოადგებათ არა მხოლოდ დამწყებებს, არამედ გამოცდილ კულტურის სფეროს მენეჯერებსაც, რომელბიც ახალ გამოწვევებს ეძებენ. შეამოწმეთ საკუთარი ცოდნა, შეადარეთ იგი ევროპელი პრაქტიკოსების მიდგომებს“, – გვეუბნება ოლენა პრავილო, კულტურის აქტივისტთა კონგრესის თავმჯდომარე უკრაინიდან, კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ.
ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და კრეატიულობის“ მიზანია, დაეხმაროს კულტურულ და შემოქმედებით ინდუსტრიებს და გაზარდოს მათი წვლილი სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში – აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. კურსების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს www.culturepartnership.eu ან მოგვწერეთ მისამართზე info@culturepartnership.eu